კომპიუტერები რომ ადამიანებს აუჯანყდნენ... – შემეცნებითი ვიდეო

ადამიანმა ბოლო საუკუნეში კიბერნეტიკასა და რობოტექნიკაში გიგანტური ნაბიჯების გადადგმა შეძლო. დღეს მილიონობით ადამიანი წარმატებით სარგებლობს სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობით
Sputnik

ადამიანმა ბოლო საუკუნეში კიბერნეტიკასა და რობოტექნიკაში გიგანტური ნაბიჯების გადადგმა შეძლო. დღეს მილიონობით ადამიანი წარმატებით სარგებლობს სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობით.

განვითარებასთან ერთად ადამიანის ფანტაზიაც უფრო ფართოვდება, რაც თანამედროვე ტექნიკის ერთგვარ შიშს იწვევს. რა მოხდება, ერთ დღეს რომ კომპიუტერებმა კაცობრიობა რესურსების უაზრო ხარჯად აღგვიქვან და რობოტული აპოკალიფსი მოხდეს?

წარმოიდგინეთ, ყველა გაჯეტი და კომპიუტერი, რომლითაც თქვენ სარგებლობთ, თქვენი მტერი რომ გახდეს. თქვენი ელექტრომობილიც აღარ გემორჩილებათ, ვერ სარგებლობთ ფიჭური კავშირით. რამდენად საშიში და ცუდი იქნება ადამიანისთვის მანქანების აღზევება? დარჩება ადამიანისთვის კიდევ ადგილი სამყაროში?