„ეს იყო მარკეტინგული სვლა, რომელიც საქართველოში აუცილებელი იყო. რადგან აქ შეიძლება ტერენტი გრანელი იყო და ისე მოკვდე, რომ შენი არსებობა ვერავინ გაიგოს“, – ამბობს ერეკლე დეისაძე სატელევიზიო გადაცემაში.
ერეკლე დეისაძე – მწერალი, მუსიკოსი და რეჟისორი. 2010 წელს გამოსცა წიგნი „საიდუმლო სირობა“, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რელიგიურ წრეებში წიგნი მკრეხელობად და რელიგიის, კერძოდ, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად მონათლეს. 2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“, გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები.