კვალიაშვილი: განქორწინების შემდეგ ურთიერთობაც მქონდა და ერთმანეთის „ლუბოვნიკებიც" ვიყავით

ეკა კვალიაშვილი მისი ცხოვრების მამაკაცებზე ჰყვება.
Sputnik

„ის ალბათ ჩემი პირველი სიყვარული იყო, მასთან განშორების საბაბი ალბათ მატერიალური მხარე და უპასუხისმგებლობა იყო“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ეკა კვალიაშვილი – მომღერალი, პიანისტი. ასრულებს ფოლკლორს, ჯაზს, სოულს, პოპს და რომანსებს. იყო საქართველოს ტელევიზიის საესტრადო ორკესტრის, ანსამბლ „ჯორჯიასა" და ვია „შანსის" სოლისტი. არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი.