ბაიკერები ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდნენ

თბილისის ცენტრში მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით. იხილეთ დემონსტრაციაში ბაიკერების მონაწილეობის კადრები
Sputnik

თბილისის ცენტრში მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით. იხილეთ დემონსტრაციაში ბაიკერების მონაწილეობის კადრები.

მსვლელობაში მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები – მორწმუნეები მიასვენებენ ხატებს და ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული კოლონის ბოლოს ბაიკერები დგანან. გამვლელები მსვლელობის მონაწილეებს აპლოდისმენტებით ეგებებიან.

კოლონა რუსთაველის გავლით მიემართება ავლაბარში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვას აღავლენს.

მოგვიანებით ტაძრის ეზოში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს „სუხიშვილების“ ლეგენდარული ეროვნული ბალეტი.