რეზონანსული ვიდეო: პოლიციელს და შშმ პირს თავისუფლების მოედანზე ფარულად გადაუღეს

თავისუფლების მოედანზე მოქალაქემ პატრულის თანამშრომელს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ფარულად ვიდეო გადაუღო. ავტორმა მასალა Facebook-ზე გამოაქვეყნა, რასაც გამოხმაურება მოჰყვა.
Sputnik

ინტერნეტ-სივრცეში დღეს გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გზის გადაკვეთაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს, რომელიც ეტლით სარგებლობს.

სიკეთის დამნახველმა გადაწყვიტა ვიდეოს სოციალურ ქსელში ატვირთვა და პოზიტივის გაზიარება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ სამართალდამცველის ან პოლიციის ხსენებაზე მხოლოდ დანაშაული და სასჯელი არ გაგვახსენდეს.

სამართალდამცველის საქციელმა საზოგადოებაში მადლიერება გამოიწვია.

„უდიდესი მადლობა პატრულს ასეთი საქციელისთვის!!!" – დაწერა მომხმარებელმა Jon Milor-მა.

გარდა ამ ფაქტისა, მით უფრო ბოლო დროს, ხშირად ვხვდებით ვიდეოებს, თუ როგორ ეხმარებიან სამართალდამცველები მოხუცებსა და ბავშვებს.