საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თბილისიდან 59 კილომეტრში 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან 15 კილომეტრში და სოფელ ფარავნიდან 7 კილომეტრში 15:08 საათზე მოხდა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.