მამალაძე: 20 წლისას უკვე ორი შვილი მყავდა და სხვა ღირებულებები მქონდა
© Sputnik
„კარიერა მეორე პლანზე იყო. მე ძალიან ადრე გავთხოვდი. არც ვფიქრობდი, რომ უნდა მემღერა და პროფესიონალურ სცენაზე გამოვსულიყავი. 20 წლისას უკვე ორი შვილი მყავდა და სხვა ღირებულებები მქონდა“, — იხსენებს ეკა მამალაძე.
მომღერლის თქმით, ბედნიერი იყო იმით, რომ ჰქონდა ოჯახი, რომელიც სიყვარულით შექმნა, ჰყავდა არაჩვეულებრივი შვილები და სხვაზე არაფერზე ფიქრობდა.