წაშალე ახალგაზრდობის შეცდომები! ქართველ პატიმრებს ტატუებს მოაშორებენ

შესაძლებელია „ქურდული“ ტატუებით სოლიდური სამსახურის პოვნა? ქართველ პატიმრებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, „ახალგაზრდობის შეცდომებისგან“ გათავისუფლებაში, სხეულიდან არასაჭირო ნახატების წაშლაში დაეხმარებიან
Sputnik

შესაძლებელია „ქურდული“ ტატუებით სოლიდური სამსახურის პოვნა? ქართველ პატიმრებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, „ახალგაზრდობის შეცდომებისგან“ გათავისუფლებაში, სხეულიდან არასაჭირო ნახატების წაშლაში დაეხმარებიან.

თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებამ ამ საქმისათვის 48 ათასი ლარი გამოყო – ეს თანხმა საკმარისია იმისთვის, რომ 60-მა მსჯავრდებულმა მობეზრებული ტატუ მოიშოროს.