თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო თბილისის საჯარო საზაფხულო ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციას იწყებს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე kids.org.ge. რეგისტრაცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე საბავშვო ბაღებში ყველა ადგილი არ შეივსება.
თბილისის საბავშვო ბაღები 28 ივნისს დაიხურება, საზაფხულო ბაღები კი 1 ივლისს გაიხსნება. ასეთი თბილისში 40 ბაღი იქნება. აღნიშნული ბაღები 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ და დაახლოებით 13 ათას ბავშვს მიიღებენ.
საზაფხულო ბაღები გახსნილი იქნება საბავშვო ბაღებში:
| გლდანის რაიონი | N153, N48, N205, N216, N186 |
| დიდუბის რაიონი | N11, N92, N23, N15 |
| ვაკის რაიონი | N1, N27, N142, N83, საბავშვო ბაღი "ჩიორა" |
| ისნის რაიონი | N202, N29, N66, N215, N182 |
| კრწანისის რაიონი | N51, N206 |
| მთაწმინდის რაიონი | N3, N152, N162 |
| ნაძალადევის რაიონი | N9, N79, N60, N143, N80 |
საბურთალოს რაიონი | N197, N74, N112 |
სამგორის რაიონი | N128, N12, N210, N45, N196, N72 |
| ჩუღურეთის რაიონი | N34, N5 |
საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის.
თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.