თვალისმომჭრელად ლამაზები: როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები კანის კინოფესტივალზე

Sputnik

საფრანგეთში რიგით 72-ე კანის კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოები წითელ ხალიჩაზე.

მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა კანის კინოფესტივალის გახსნას, და ეს დღე 14 მაისს დადგა. ცერემონიისათვის ემზადებოდნენ როგორც ორგანიზატორები, ასევე ვარსკვლავები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ეფექტურად გამოსვლისთვის მოსამზადებლად საფრანგეთში დროზე ადრე ჩავიდნენ.

 

1 / 22
სამშაბათს რიგით 72-ე კანის კინოფესტივალი გაიხსნა
2 / 22
წითელ ხალიჩაზე ტრადიციულად გამოჩნდნენ მსოფლიო ვარსკვლავები
3 / 22
Met Gala-სგან განსხვავებით, ევროპული კინოს ფესტივალი გაცილებით მოკრძალებულად ტარდება
4 / 22
თუმცა, წითელ ხალიჩაზე გამოსასვლელად ვარსკვლავები არანაკლებად ემზადებიან
5 / 22
ჰოლივუდის სელებრითებისგან განსხვავებით, ცერემონიაზე ნაკლებად თამამი სამოსით წარსდგნენ მიწვეული სტუმრები
6 / 22
მოდელი ჯერემი მიქსი კანის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე
7 / 22
ცერემონიაში ცვლილებები შეიტანა ამინდმაც: ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 18 გრადუსი იყო
8 / 22
ღია სამოსში გამოწყობილი სტუმრები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე შესულიყვნენ შენობაში
9 / 22
შარლოტა გეინსბურგი წითელ ხალიჩაზე ხავიერ ბარდემთან ერთად წარსდგა. წელს ფესტივალის გახსნა სწორედ მათ გამოაცხადეს. Yves Saint Laurent-ის შავ-თეთრმა კაბამ მაყურებელთა ყურადღება მიიპყრო
10 / 22
ჯულიანა მური ცერემონიაზე მსუბუქი და ჰაეროვანი ზურმუხტისფერი კაბით წარსდგა
11 / 22
ექსტრავაგანტულმა ტილდა სუინტონმა ჯიმ ჯარმუშის ფილმის „მკვდრები არ კვდებიან“ პრემიერისათვის Haider Ackermann-ის ვერცხლისფერი კაბა შეარჩია
12 / 22
ცერემონიის სტუმრების ნაწილი ორნამენტებით მორთული კაბებით მივიდა ღონისძიებაზე
13 / 22
თუ Met Gala-ზე ვარსკვლავებს ურიცხვი დამხმარეები ყავთ, ფესტივალზე კაბებისა და აქსესუარების შესწორება მათ თავად უწევთ
14 / 22
მსახიობი ელ ფანინგი, რომელიც ჟიურის წევრი 21 წლის ასაკში გახდა. მას კაბის შესწორება, მისი რთული ფორმის გამო, არაერთხელ მოუწია
15 / 22
მსახიობი დილან ჩიჩეკ დენიზი წითელ ხალიჩაზე ცისფერი კაბით წარსდგა
16 / 22
საკმაოდ გრაციოზულად გამოიყურებოდა მსახიობი ფრედერიკ ბელი
17 / 22
მსახიობი ხავიერ ბარდემი წითელ ხალჩაზე
18 / 22
ფესტივალზე პირველად გამოჩნდა ამერიკელი მომღერალი სელენა გომესი
19 / 22
ფრანგი მსახიობი ლუიზ ბურგუანი წითელ ხალიჩაზე
20 / 22
მიმზიდველი, ნახევრად გამჭვირვალე სამოსი აირჩია ნიდერლანდელმა მსახიობმა რომი სტრეიდმა
21 / 22
ტაილანდელი მსახიობი არაია ა. ჰარგეიტი წითელ ხალიჩაზე
22 / 22
კანში „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ 44 წლის ვარსკვლავი ევა ლონგორია მოტკეცილი და ღია კაბით გამოჩნდა