იმუნოლოგი მაია გოთუა: როგორ ხდება ასთმის კლინიკური გამოვლინება ბავშვებში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი მაია გოთუა საუბრობს იმაზე, როგორ ამოვიცნოთ ბრუნქული ასთმა.
Sputnik

„დედამ უნდა მიაქციოს ყურადღება. თუ ბავშვი ტირილის, სირბილის, ხანაც სიცილის დროს ახველებს, ამ დროს ხშირად არის  ასთმის, ანუ ბრონქების ჰიპერმგრძნობელობის ფარული ბრონქოსპაზმის კლინიკური გამოვლინება. თუ ეს პერიოდულად გრძელდება, მაშინ აუცილებლად საჭიროებს ექიმის შეფასებას“, – ამბობს მაია გოთუა.

სპეციალისტის განცხადებით, არ არის გამართლებული, როცა ასთმის დროს დიდი რაოდენობით ტკბილეული ეძლევა ბავშვს, ვინაიდან ტკბილეული ამძაფრებს ალერგიას.