თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა რამდენიმე დღით გადაკეტეს

სარემონტო სამუშაოების გამო ივანე მაჩაბლის ქუჩა გადაკეტეს
Sputnik

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. თბილისის ცენტრში ივანე მაჩაბლის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა 19 მაისამდე გადაიკეტა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 მაისის 20:00 საათიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. კერძოდ, გიორგი ლეონიძის და ივანე მაჩაბლის ქუჩების კვეთიდან ივანე მაჩაბლის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთამდე“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ავტომანქანები იმოძრავებენ გერონტი ქიქოძის და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების გავლით, სასურველი მიმართულებით.