თბილისი, 15 მაისი - Sputnik. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება, თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის პროგრამაში 15-დან 24 მაისამდე გაიმართება სხვადასხვა გამოფენა, წიგნების პრეზენტაციები, საგანმანათლებლო პროგრამები, საჯარო ლექციები და სხვ. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება „მუზეუმების ღამე“, რომელიც 18 მაისს 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ყველა მსურველს კარებს გაუღებს.
ფესტივალის პროგრამა
16 მაისი
18:30 - შვედი ფოტოხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოების გამოფენა „1993“ (თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა, სიონის ქ. #8)
16, 17 და 24 მაისი
რეჟისორ რევაზ თაბუკაშვილის ფილმების ჩვენება (სვანეთის მუზეუმის აუდიტორია, მესტია, იოსელიანის ქ. #7)
17 მაისი
16:00 - ახალგაზრდა ქართველ და იტალიელ მხატვართა ჯგუფური გამოფენა „იტალია - საქართველო“ (თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა, სიონის ქ. #8)
18 - 25 მაისი
უილიამ ოსგუდ ფილდის ფილმის ჩვენება (სვანეთის მუზეუმი, მესტია, იოსელიანის ქ. #7)
18 მაისი
მუზეუმების საერთაშორისო დღე - საგანმანათლებლო პროგრამები ეთნოგრაფიულ მუზეუმში (კუს ტბა, გზა #1)
19:00 – მხატვარ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენა (თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა, სიონის ქ. #8)
21:00 - 01:00 - აქცია „ღამე მუზეუმში“
20 მაისიდან
10:00 - 17:30 – გამოფენა „მარკებით მოყოლილი ისტორია“. ეძღვნება პირველი ქართული მარკის გამოშვების 100 წლისთავის იუბილეს (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი, #3)
21 მაისი
13:00 – დმანისის მუზეუმის ზაფხულის სეზონის გახსნა: ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია (დმანისის მუზეუმი, დმანისის რაიონი, სოფელი დმანისი)
21 მაისი
ნინო ლორთქიფანიძის ლექცია სახელწოდებით - „საიუველირო საქმე ოქროს საწმისის ქვეყანაში“ (სვანეთის მუზეუმი, მესტია, იოსელიანის ქ. #7)
22 მაისი
მხატვარ ირაკლი ფარჯიანის საიუბილეო საღამო - „სვანეთი - სად დარჩა ჩემი ბავშვობა და კიდევ რაღაც“ (მესტია, №3 საჯარო სკოლა, სვანეთის მუზეუმის საჯარო სივრცე, ა. იოსელიანის ქ. #7)
22 მაისი
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე: საქართველო National Geographic-თან ერთად (ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბა, გზა #1)
23 მაისი
16:00 – პრეზენტაცია წიგნისა „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოკუპაციის საგამოფენო დარბაზი, შოთა რუსთაველის გამზირი #3)
24 მაისი
13:00 – ეროვნულ მუზეუმსა და „თიბისი ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი #3)
ფესტივალის ფარგლებში გამოფენების დათვალიერება უფასოა.