ქართველმა არალეგალებმა სომხეთში ორი ადამიანი მოკლეს: საქმე პროკურატურაშია

სომხური მასმედია იუწყება, რომ დაკავებულთაგან ორს მკვლელობაში ედება ბრალი, ხოლო ერთს – მკვლელობის თანამონაწილეობაში.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ორმა მოქალაქემ, რომლებიც სომხეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ, 26 წლის მამაკაცი და 71 წლის ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ სომხურ მასმედიაზე დაყრდნობით.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქართველმა წყვილმა ახალგაზრდა, 26 წლის ტაქსის მძღოლი გეღარქუნიქის პროვინციაში მოკლა. მისი ცხედარი სევანის ტბასთან გასული წლის 31 მაისს იპოვეს. გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 

ყანდაურაში საზარელი მკვლელობის საქმის მოულოდნელი შემოტრიალება - რა მოხდა კახეთში?

სომხეთის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა ქართველი წყვილი და მათი ერთი მეგობარი, ასევე საქართველოს მოქალაქე, სევანის ტბასთან მიიყვანა, სადაც ის წყვილმა ქვის ჩარტყმით მოკლა და გაძარცვა, ხოლო მეგობარი შემთხვევის მოწმე იყო.

გამოძიების ინფორმაციით, მანამდე, გასული წლის 13 იანვარს იგივე წყვილმა ერევანში 71 წლის ქალიც მოკლა და მისი კუთვნილი ძვირფასეულობა გაიტაცა.

სომხური მასმედია იუწყება, რომ დაკავებულთაგან ორს მკვლელობაში ედება ბრალი, ხოლო ერთს – მკვლელობის თანამონაწილეობაში.

სამივე ბრალდებულის საქმე სომხეთის პროკურატურაშია გადაგზავნილი.