„უმეტეს შემთხვევაში, როდესაც კომპანიები სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიან, არ აქვთ წვდომა, თუ ვინ დგას ამ ინფორმაციის უკან. მიზანშეწონილია, მხოლოდ მოქალაქის თანხმობა განიხილებოდეს ამ შეტყობინებების გაგზავნის საფუძვლად“ - აღნიშნა ოთარ ჩახუნაშვილმა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, არ აიკრძალება შეტყობინებების გაგზავნა, თუმცა სტანდარტი ბევრად უფრო განსხვავებული იქნება და ბალანსი დაცული იქნება მოქალაქეებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის.