გამოფენები, გართობა და მასტერ-კლასები - რა გელოდებათ 26 მაისს თბილისში

ქართველი ბიზნესმენები გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე ბაზრობას გამართავს.

ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მეწარმეების დაახლოებით ასამდე პროდუქცია, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე.

„აწარმოე საქართველოში": ანტიბიოტიკები ქვეყნისთვის და საექსპორტოდ

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, ასევე ჩატარდება სმასტერ-კლასები.

ბიზნესმენები ერთმანეთს გამოცდილებას და წარმატებული ბიზნესის მოწყობისთვის აუცილებელ წესებს გაუზიარებენ.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში", რომელიც აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიმართულია ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.