თბილისი-რუსთავის გზაზე მგზავრებმა საავტომობილო ავარია გადაიღეს: თვითმხილველის ვიდეო

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მგზავრები ავტოავარიის მოწმეები გახდნენ. ნახეთ, რა გადაიღეს თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე.
Sputnik

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მგზავრები ავტოავარიის მოწმეები გახდნენ. ნახეთ, რა გადაიღეს თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე.

თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსიდან ჩანდა რუსული ნომრების მქონე დამტვრეული ჟიგული. დაშავდა თუ არა სხვა ავტომობილები ინციდენტისას, ცნობილი არ არის.

შემთხვევის ადგილზე ხალხი იყო თავმოყრილი. ჩანდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და ასევე ევაკუატორი, რომელზეც დამტვრეული ჟიგული აჰქონდათ. 

Sputnik-საქართველოს რედაქცია მოუწოდებს მძღოლებს, მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად იყვნენ საჭესთან.