ზურაბ მხეიძე: ადამიანის წარმატებულობის ექსკლუზივი აქვს მასმედიას

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე საუბრობს, თუ ვინ არის წარმატებული ადამიანი
Sputnik

„ზოგადად ადამიანი სოციალური არსებაა და წარმატება არის მისი სოციალური სტატუსის აღიარება. წარმატებას იღბალიც სჭირდება. წარმატებულობის ექსკლუზივი აქვს მასმედიას. მასმედია ქმნის ორიენტირს, თუ რას უნდა მიაღწიოს ადამიანმა. ძალიან ადვილად ადამიანმა შეიძლება თავი ჩათვალოს წარმატებულად, რადგან მასმედია გადის ფართო მასებზე, რაც გულისხმობს აღიარებას, ცნობადობას და პოპულარობას“ - აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.

ფსიქოლოგის განმარტებით, თუ მასმედია იტყვის, რომ წარმატებული ადამიანის ატრიბუტი არის მაგალითად „აიფონი“, ადამიანები იყიდიან „აიფონს“, ანუ მარკეტინგული ფუნქციაც შეიძინა სიტყვა „წარმატებამ“