რუსეთის სანაპიროებთან ხუთი მიწისძვრა მოხდა

დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. წყნარი ოკეანის აკვატორიაში კამჩატკის სანაპიროსთან ბოლო დღეებში მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, იუწყება РИА Новости რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალზე დაყრდნობით.

იაპონიაში ერთ ღამეში 4,9 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა

სპეციალისტებმა მთლიანობაში ხუთი მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირეს. ეპიცენტრი - ყველაზე ძლიერი, 4,5 მაგნიტუდის ბიძგები - უსტ-კამჩატსკის სოფლიდან 90 კილომეტრში მდებარეობდა.

„კიდევ სამი მიწისძვრა 4,0, 4,1 და 4,3 მაგნიტუდის მოხდა ასევე წყნარ ოკეანეში, ერთი მოხდა ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში", - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.

დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.