ზოოპარკში დათვები ბავშვების დანახვით აღფრთოვანდნენ - სახალისო ვიდეო

ბავშვები და ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

ბავშვები და ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

საშიში მტაცებლები წამში გარდაიქმნენ მულტფილმების გმირებად და ბავშვებთან ერთად, მინის მეორე მხრიდან დაიწყეს ცეკვა.

კადრებში ჩანს, როგორ დგანან გოგო და ბიჭი დათვების ვოლიერთან, მეორე მხრიდან კი ცხოველები წყალში ხტუნავენ. როდესაც ბავშვები ადგილზე ხტებიან, ზოოპარკის ბინადრები მათ მოძრაობებს იმეორებენ, ხოლო როცა ბავშვები ხტუნვას წყვეტენ, დათვებიც ჩერდებიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ მომენტში ყველამ საკმარისად იმხიარულა, ბავშვებმაც, მშობლებმაც და თავად დათვებმაც.