ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშო გამარჯვებით დაიწყო

გასულ ტურნირზე დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად ქართველმა სპორტსმენმა ათი ბრძოლა უნდა მოიგოს
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგოძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ზაფხულის ბაშოზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

პირველ ბრძოლაში სეკივაკე ტოჩინოშინმა ტიეტაირიუს აჯობა. ქართველი სპორტსმენი მოხერხებულად მოეჭიდა აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირას მავასის, თითქმის ორი ცენტნერის წონის მეტოქე აიტაცა და დოჰიოდან გადაიყვანა.

გასულ ტურნირზე, გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა და შეჯიბრება უარყოფითი ბალანსით 7-8 დაასრულა. დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად ზაფხულის ნაცუ ბაშოზე გორგაძეს 15 ბრძოლაში 10 მოგება სჭირდება.

ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს თოჩინოშინი მაეგაშირა დაიეისიოს დაუპირისპირდება. პირადი შეხვედრების ანგარიში არის 4:1 ქართველი სუმოისტის სასარგებლოდ.