სეტყვა სიღნაღში - განადგურებულია მოსავლის 90%

შედარებით მძიმე ვითარება სოფლებში ქვემო ბოდბესა და ხირსაში.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ვენახები და ერთწლიანი ნარგავების 90%-ზე მეტი გაანადგურა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაზიანებულ ხილსა და ყურძენს წელს „აფენის“ ლუდის ქარხანა ჩაიბარებს

სტიქია 20 წუთს გაგრძელდა.

შედარებით მძიმე ვითარება სოფლებში ქვემო ბოდბესა და ხირსაში.

ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა ორ მაისს თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელიც დააზარალა. რამდენიმე დღის წინ კი სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. სტიქიის შედეგად სოფელ შილდაში დაახლოებით 300 ჰექტარი ვენახი განადგურდა.