მსოფლიო დღეს

რა შეემთხვა რეისს თბილისი-დელი: ავიაგამანადგურებლებმა ლაინერს დაშვება აიძულეს

ლაინერმა ჯაიპურის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისიდან დელის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს მარშრუტისთვის გადაეხვია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში ჩამოფრენას მსოფლიოს უფრო მეტი ქალაქიდან შეძლებენ

თავდაპირველად თვითმფრინავი ქართული ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის უკრაინული იყო.

საქმე ეხება АН-12-ს, რომლის ეკიპაჟსაც ინდოეთის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცის დარღვევაში დასდო ბრალი და ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს ლაინერს, ჯაიპურის აეროპორტში დაშვებულიყო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ანტიტერორისტული ქვედანაყოფი, რომელმაც თვითმფრინავი შეამოწმა. ამის შემდეგ მათ ეკიპაჟის წევრები დაკითხეს. პოლიციამ ბორტზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და სატვირთო საჰაერო ხომალდს ფრენის გაგრძელების საშუალება მისცა.