მსოფლიო დღეს

ლიეტუვა ახალ პრეზიდენტს ირჩევს

ხმის მიცემის უფლება 2,472 მილიონ ლიეტუვას მოქალაქეს გააჩნია. რესპუბლიკის გარდა, ხმის მიცემა შესაძლებელია უცხოეთში მდებარე დიპლომატიურ დაწესებულებებში
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ლიეტუვაში 12 მაისს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ასევე ტარდება ორი რეფერენდუმი - ორმაგი მოქალაქეობის და სეიმის დეპუტატთა რაოდენობის შემცირების საკითხებზე, იუწყება „Sputnik-ლიეტუვა“.

ამჟამინდელი არჩევნები ლიეტუვის დამოუკიდებლობის პერიოდში რიგით მეშვიდეა. პრეზიდენტს ამ ქვეყანაში ხუთი წლის ვადით ირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე რესპუბლიკას ორი ვადით მართავდა და, ლიეტუვას კანონებით, მესამე ვადით კენჭისყრა არ შეუძლია.

რაზე შეთანხმდა ლიეტუვაში მამუკა ბახტაძე

პრეზიდენტის პოსტზე ქვეყანაში ცხრა კანდიდატი იბრძვის: სოციალ-დემოკრატი ვიტიანის ანდრიუკაიტისი, ფილოსოფოსი არვიდას იუოზაიტისი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა, ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი საულუს სკვერნალისი, სეიმის დეპუტატი ინგრიდა შიმონიტე და ლიდერი პარტიის „ლიეტუვას პოლონელების საარჩევნო აქცია - ქრისტიანი ოჯახების კავშირი“ ვალდემარ ტომაშევსკი, ევროდეპუტატი ლიეტუვიდან ვალენტინას მაზურონისი, პარლამენტარი მინდაუგას პუიდოკასი და სეიმის წევრი ნაგლის პუტეიკისი.

ხმის მიცემის უფლება 2,472 მილიონ მოქალაქეს გააჩნია, ამასთან ხუთი წლის წინ, 2014 წელს ამომრჩეველთა რაოდენობა მეტი იყო - 2,541 მილიონი. შემცირება მასობრივ ემიგრაციას უკავშირდება - ახალგაზრდა შრომისუნარიანი ლიეტუველები დასავლეთის სხვა ქვეყნებში მიდიან, სადაც ხელფასი და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა უფრო მაღალია.

ლიეტუვაში კვირას გაიხსნა დაახლოებით ორი ათასი საარჩევნო უბანი, რომელიც 7:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.