თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თბილისში მოპედი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე გუშინ, საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოპედს არასრულწლოვანი მართავდა, რომელიც შემთხვევის შედეგად დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ტრავმები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.