სტიქია კახეთში: როდის გაიხსნება გურჯაანი–ლაგოდეხის გზა

უხვი ნალექის შედეგად ადიდებული  მდინარე ალაზანმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
Sputnik

 

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად გურჯაანი–ლაგოდეხის  საავტომობილო გზა კვლავ დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

თუშეთი გარესამყაროს მოწყდა: მდინარემ გზის 150–მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო

უხვი ნალექის შედეგად ადიდებული  მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და  ვენახები და ერთწლიანი საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურის ნათესები დატბორა.

,,ისევ გადმოვიდა ალაზანი და იქ, სადაც 5 მაისს დატბორა ვენახები და ბაღები, ახლა მდინარე მიედინება. რაც მაშინ გადარჩა, ახლა ისიც გაანადგურა”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ამ დროისთვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია, ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა კახეთის სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებში.