მსოფლიო დღეს

იაპონიაში ერთ ღამეში 4,9 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა
Sputnik

 

თბილისი, 11 მაისი — Sputnik.  იაპონიაში 12 საათის განმავლობაში 4,9 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) განცხადებაში. 

იაპონიაში ერთ საათში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

პირველი მიწისძვრა  კუნძულ კიუსიუდან დასავლეთით 30 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 20:40 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 30 კილომეტრ სიღრმეში იყო. მეორე მიწისძვრა კიუსიუს და სიკოკუს კუნძულებს შორის არსებული სრუტის რაიონში 12 საათის შემდეგ მოხდა, მიწისძვრის კერა 40 კილომეტრ სიღრმეში იყო.

ბიძგების მაქსიმალური სიძლიერე სიკოკუზე ეხიმეს პრეფექტურის მცხოვრებლებმა იგრძნეს. მიწისქვეშა ბიძგები მთლიანობაში საგრძნობი 14 პრეფექტურაში იყო.

ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ტრანსპორტი და კომუნალური სამსახურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.