ყალბი დასკვნები ყვითელი ავტობუსებისთვის – დაკავებულია ტექინსპექტირების ოთხი თანამშრომელი

დაკავებულებს ჯარიმა ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორ გავიაროთ სავალდებულო ტექდათვალიერება: ერთი ავტომობილის მაგალითი

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. ყვითელ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები", – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულებს ჯარიმა ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყვითელი „ბოგდანის" მარკის ავტობუსების ექსპლუატაციის ვადა, რომლებიც თბილისში მოძრაობენ, უკვე გადის. თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკს ეტაპობრივად აახლებს.