მოროშკინა: მამაკაცებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა დაითრიონ პოლიტიკოსი ქალები

ლალი მოროშკინა საუბრობს იმ ინფორმაციებზე, რაც მან დააგროვა, რათა დაეწერა წიგნი „უსექსობა დიდ ქალაქში“.
Sputnik

„თურმე არსებობენ დიასახლისი მეძავები, რომლებიც სამზარეულოში ტრიალებენ მეუღლეებთან, უცებ იღებენ ზარს და გარბიან სახლიდან. ეს საქართველოს რეალობაა“, – ამბობს ლალი მოროშკინა სატელევიზიო გადაცემაში.

ლალი მოროშკინა – ჟურნალისტი, ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს იყო ტელერადიოდეპარტამენტის საინფორმაციო პროგრამის წამყვანი, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობის ცენტრის საინფორმაციო განყოფილების უფროსი. 2001-2003 წწ. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.