მსოფლიო დღეს

იაპონიაში ერთ საათში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონელი სეისმოლოგები კვირის განმავლობაში 5 ბალამდე სიმძლავრის ბიძგების გამეორებას არ გამორიცხავენ.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. იაპონიის კუნძულ კიუსიუსთან ერთი საათის განმავლობაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) განცხადებაში.

ტრაგიკული ორშაბათი: ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა კიუსიუს აღმოსავლეთით პარასკევს, დილით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე კუნძულის სხვადასხვა რაიონში ხუთ ბალს აღწევდა. მიწისძვრის კერა 25 კილომეტრ სიღრმეში იყო. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მცირე დროის გასვლის შემდეგ ამავე რაიონში 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

იაპონელი სეისმოლოგები კუნძულზე მომხდარი ასეთი მძლავრი მიწისძვრების შემდეგ არ გამორიცხავენ კვირის განმავლობაში 5 ბალამდე სიმძლავრის ბიძგების გამეორებას.