გორში ექვსი თვის ჩვილი უეცრად გარდაიცვალა ძილში

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვლილი ჩვილი ოჯახის თხოვნით სამედიცინო ცენტრ „იავნანაში” მაინც გადაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. გორში ექვსი თვის ჩვილი ძილში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ოჯახის ნათესავების ინფორმაციით, გოგონა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ის დედამ დააწვინა დასაძინებლად და ცოტა ხანში გარდაცვლილი ნახეს. 

თბილისში მხუთავი აირით ოთხი ბავშვი მოიწამლა

რა გახდა ბავშვის სიკვდილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვლილი ჩვილი ოჯახის თხოვნით სამედიცინო ცენტრ „იავნანაში” მაინც გადაიყვანა.

„როდესაც სასწრაფო მივიდა, ჩვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დღეს დილამდე ბავშვს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომთან. ამას უკვე ექსპერტიზა იტყვის”, – განაცხადა დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრ „იავნანას” პედიატრმა მარინა ღარიბაშვილმა.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.