ფილიპინების პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლისას დიდი ტარაკანი ააცოცდა – სახალისო ვიდეო

ფილიპინების პრეზიდენტს როდრიგო დუტერტეს სენატის (ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატა) წინაშე სიტყვით გამოსვლისას მხარზე დიდი ტარაკანი ააცოცდა
Sputnik

ფილიპინების პრეზიდენტს როდრიგო დუტერტეს სენატის (ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატა) წინაშე სიტყვით გამოსვლისას მხარზე დიდი ტარაკანი ააცოცდა.

გამოცემა Rappler-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ არ მიაქცია ყურადღება პრეზიდენტმა მასზე ამძვრალ მწერს. რამდენიმე წამში მასთან მივიდა დამხმარე და ტარაკნის ჩამოგდება ფურცლებით სცადა, თუმცა ვერ მოახერხა. შემდეგ დუტერტემ თავად მოიშორა ტარაკანი ხელით.

სახელმწიფოს მეთაურმა გაიხუმრა, რომ ტარაკანი მას ოპოზიციურმა ლიბერალურმა პარტიამ მიუგზავნა.