თბილისი, 10 მაისი – Sputnik. მდინარე სტორი ადიდდა და თელავიდან თუშეთისკენ მიმავალი გზის 150–მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად წაიღო, იუწყება პირველი არხი.
ტელეარხის ინფორმაციით, მდინარემ სოფელ ლეჩურში წაიღო შინაური წვრილფეხა პირუტყვი, ფრინველი, დაანგრია სოფლის გზები, წააქცია ელექტროგადამცემი ხაზები. ამის გამო რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადიდებული მდინარის გამო 30 ზარი შევიდა. სამსახურმა ვითარებაზე კონტროლი საკუთარ თავზე აიღო.
სოფლებში ლეჩურში, ლალისყურსა და ფშაველში მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, რომელიც სოფლის გზებს ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან და ხეებისგან წმენდდა.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე დუშეთის, ახმეტის, თელავის მუნიციპალიტეტებში.