მოწამვლა გაურკვეველი მიზეზით: 18 მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ კლინიკიდან მალე გაწერენ.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სენაკის მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

თელავში სპეციალური საჭიროების მქონე  ბავშვზე სავარაუდოდ ბებიამ იძალადა: შსს–მ საქმე აღძრა

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს თავბრუსხვევა და ალერგიული გამონაყარი აღენიშნებოდათ.

ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ მალევე გაწერენ კლინიკიდან.

სენაკის მერის ლევან კუპრეიშვილის განცხადებით, ბავშვების ბუნებრივი აირით მოწამვლა გამოირიცხა, ვინაიდან 15 აპრილიდან გაზის მიწოდება შეწყვეტილია, რის შესახებაც გაზის კომპანიამ გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია.

მოწამვლის მიზეზის დასადგენად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.