ვანდალიზმი თბილისში: ოპერის თეატრის ბაღში „ბალერინები" დააზიანეს

მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობასა და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევანი და ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ვანდალიზმი ახალქალაქში – დარბეულია სამლოცველო და დაზიანებულია ხატები

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფმა" დაზიანებული ქანდაკებები საცავში გადაიტანა, სადაც მათ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ.

„უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება", – აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.