ვაკის პარკში 9 მაისის აღნიშვნა ომის ვეტერანის ცეკვით დაიწყო

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები იმართება. იხილეთ ვიდეო, როგორ აღნიშნავს ცეკვით დიდი სამამულო ომის ვეტერანი დღევანდელ დღეს
Sputnik

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები იმართება. იხილეთ ვიდეო, როგორ აღნიშნავს ცეკვით დიდი სამამულო ომის ვეტერანი დღევანდელ დღეს.

ვაკის პარკში დილიდან კონცერტი მიმდინარეობს, რომელიც გამარჯვების დღეს ეძღვნება. ქართველი მომღერლების სიმღერის ფონზე ომის ვეტერანმა იცეკვა. ასაკოვანი ქალი, ხელში ყვავილებით, მუსიკის რიტმს აჰყვა და ახლოს მდგომ ბავშვებს მოეფერა. გარშემო მდგომები ვეტერანს ვიდეოს უღებდნენ და აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ.

საქართველოს დედაქალაქში 9 მაისის აღნიშვნა ვაკის პარკში დიდი სამამულო ომის ვეტერანთა შეკრებით დაიწყო. ტრადიციისამებრ, ქვეყნის პირველი პირები მიულოცავენ ვეტერანებს და გვირგვინებს მიიტანენ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან.

საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში მეორე მსოფლიოს ომის 492 მონაწილე ცხოვრობს, მათგან 99 ქალია.