ჯანმრთელი დაბერება – „საქართველოს კარიტასი“ მსოფლიო კამპანიას უერთდება

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარიამ ლაცაბიძე კამპანია „ჯანმრთელი დაბერების“ შესახებ საუბრობს.
Sputnik

„საქართველოს კარიტასი“ უერთდება გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კამპანიას „ჯანმრთელი დაბერება“ და მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას გეგმავს“, – აღნიშნა მარიამ ლაცაბიძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯანსაღ დაბერებას განსაზღვრავს როგორც პროცესს, რომლიც ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ფუნქციონირების შენარჩუნებაში, რათა ხანდაზმულ ასაკშიც ის ფიზიკურად მხნე და სოციალურად აქტიური დარჩეს.