მოროშკინა: ცნობილ პოლიტიკოს ქალს ჰქონია ჩემთან ფლირტი

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საუბრობს იმაზე, ჰქონია თუ არა ქალებთან ფლირტი.
Sputnik

„მე არ მქონია ქალთან ფლირტი, მაგრამ ქალებს ჰქონიათ ჩემთან ფლირტი. ვიცი რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ქალბატონი საქართველოში, ერთი შოუ-ბიზნესშია, მეორე – საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, საიდანაც წამოსულა სერიოზული ფლირტი, ისე, რომ ერთისთვის მითქვამს კიდეც, ეხლა ყბაში მოგდებ-მეთქი“, – ამბობს ლალი მოროშკინა.

ჟურნალისტის თქმით, პატივს სცემს ყველას სექსუალურ ორიენტაციას, თუმცა მისთვის მიუღებელია ქალთან ფლირტი. მიუხედავად იმისა, რომ თავს ძლიერ ქალად მიიჩნევს, ყოველთვის ურჩევია გვერდით მამაკაცი ჰყავდეს.