გენო პეტრიაშვილი ყველაზე ძლიერია: ქართველი მოჭიდავე მსოფლიო რეიტინგის სათავეშია

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი 88 ქულით რეიტინგის სათავეში მოექცა და 11 ქულით გაუსწრო ჩინელ ჟივეი დენგას.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (UWW) განახლებულ რეიტინგში 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში (თავისუფალი სტილი) პირველ პოზიციაზე ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გავიდა. 

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი 88 ქულით რეიტინგის სათავეში მოექცა და 11 ქულით გაუსწრო ჩინელ ჟივეი დენგას.

მესამე ადგილზე ანზორ ხიზრიევი (რუსეთი) გავიდა 50 ქულით.

უძლიერეს მოჭიდავეთა სამეულში, ამჯერად 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მოხვდა კიდევ ერთი ქართველი – ავთო კენჭაძე. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი UWW-ს რეიტინგში მესამე ადგილზე გავიდა.

მომდევნო დიდი ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრების ყველა ძირითადი მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას, ევროპული თამაშები იქნება, რომელიც მინსკში მიმდინარე წლის 21 ივნისს დაიწყება და 30 ივნისამდე გასტანს.