არავინ და არაფერი არაა დავიწყებული: ემოციური ფოტოები 9 მაისის დღესასწაულიდან

Sputnik

საქართველოს დედაქალაქში დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში დღესასწაულის სურათები, რომელიც ტრადიციულად ვაკის პარკში იმართება.

დღესასწაული ტრადიციულად ვაკის პარკში დიდი სამამულო ომის ვეტერანთა შეკრებით დაიწყო, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია და უცნობი ჯარისკაცის ძეგლი დგას.

ქვეყნის პირველმა პირებმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ყვავილები მიიტანეს.

1941 წელს დაიწყო დიდი სამამულო ომი. დღეისათვის მისი ვეტერანების რაოდენობა საკმაოდ ცოტაა. საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის 492 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 99 ქალია. გმირების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმთან ბრძოლაში სიცოცხლე დათმეს, პატივს მიაგებენ მათი ოჯახების წევრები და ახლობლები.

 

1 / 10
ამ დღეს ვაკის პარკი ყოველთვის სავსეა ხალხით
2 / 10
პარკის შესასვლელსა და მის ტერიტორიაზე უჩვეულო სურათი ჩანს - ხალხი პორტრეტებით მართავს მსვლელობას უცნობი ჯარისკაცის ძეგლისკენ
3 / 10
წელს 9 მაისს მზიანი ამინდია
4 / 10
სალომე ზურაბიშვილმა დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
5 / 10
ქვეყნის პირველმა პირებმა 9 მაისს რიგით მოქალაქეებთან, ვეტერანებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილები მიიტანეს ვაკის პარკში და პატივი მიაგეს ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს
6 / 10
თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად მიულოცა დღესასწაული სამამულო ომის ვეტერანებს
7 / 10
დრო მიდის, და ყოველ წელს 9 მაისს ვაკის პარკში უფრო და უფრო ნაკლები ვეტერანი მიდის
8 / 10
მათ პატივსაცემად, ვაკის პარკში დილიდან ტარდება კონცერტი
9 / 10
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ასევე მივიდნენ „უკვდავი პოლკის“ მონაწილეები - უკვე რამდენიმე წელია აქცია ვაკის პარკში იმართება
10 / 10
დიდი სამამულო ომის მონაწილეთა თავგანწირვას მათი შთამომავლები იხსენებენ. ეს ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა