კომპოზიტორი ევგენი კრილატოვი გარდაიცვალა

კომპოზიტორი 160-ზე მეტი პოპულარული ფილმისა და მულტფილმის მუსიკის ავტორი იყო.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ცნობილი საბჭოთა და რუსი კომპოზიტორი, რუსეთის სახალხო არტისტი ევგენი კრილატოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი РТ ТАСС-ზე დაყრდნობით.

„მამა საავადმყოფოში დღეს, დილით გარდაიცვალა. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა", – ციტირებს ტელევიზია კომპოზიტორის ქალიშვილს.

ევგენი კრილატოვი 160-ზე მეტი ფილმისა და მულტფილმის მუსიკის ავტორია. მან დაწერა ისეთი ცნობილი სიმღერების მუსიკა, როგორიცაა Крылатые качели („ელექტრონიკის თავგადასავალი"), Прекрасное далеко („სტუმარი მომავლიდან"), Лесной олень („ოჰ, ეს ნასტია!) და სხვ.

კრილატოვი კომპოზიტორთა კავშირის, კინემატოგრაფისტების კავშირისა და თეატრალური მოღვაწეთა კავშირის წევრი იყო.