ყვითელი ამბები

„ოჯახმა მაიძულა“ – კესარია აბრამიძე პროფესიით ფერმერია

იცით კი, რომ მოდელმა, თურმე, მშობლების დაჟინებული თხოვნით ფერმერობა შეისწავლა და ძროხებსაც ოსტატურად წველის?!
Sputnik

პირველი ქართველი ტრანსგენდერი მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის ცხოვრება სკანდალებით არის აღსავსე.

საქართველოში ნებისმიერმა იცის მისი სახელი, საქმიანობა, ჰობი... ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები.

მაგრამ იცით კი, რომ მოდელმა, თურმე, მშობლების დაჟინებული თხოვნით 3 წელი დაუთმო ფერმერობის შესწავლას და პროფესიით გარკვეული პერიოდიც იმუშავა? მოგვიანებით ინტერესის არეალი შეიცვალა და ვიზაჟის სპეციალობას დაეუფლა.