ღამბაშიძე: „სიკეთის ყუთში“ ყველას შეუძლია შემოწირული ტანსაცმლის მოთავსება

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი ნინო ღამბაშიძე „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის პროექტ „სიკეთის ყუთის“ შესახებ საუბრობს.
Sputnik

„სიკეთის ყუთში“ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოწირული ტანსაცმლის მოთავსება. ტანსაცმელი მიდის „საქართველოს კარიტასში“, სადაც მოხალისეები ტანსაცმელს ახარისხებენ. შემოწირული ტანსაცმლის 30% მიეწოდება საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარებს, ხოლო 60% ურიგდება სოციალურად დაუცველ, ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას პროექტ „ტანსაცმლის დარიგების პუნქტის“ მეშვეობით“, – აღნიშნა ნინო ღამბაშიძემ.

მენეჯერის განმარტებით, „სიკეთის ყუთები“ დგას: სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“, კაფეში „ახალი მზიური“, სავაჭრო ცენტრ „მერანში“, „საქართველოს კარიტასის“ დიდუბის ცენტრში, თბილისის „მწვანე სკოლაში“, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსში“, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში და სკოლა-ლიცეუმში „სხივი“.