ევაკუაცია თბილისში: რა მოხდა გურამიშვილის გამზირზე

ადგილზე მობილიზებული არიან მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

დასახელდა თბილისში მშენებარე სასტუმროდან მუშების გადმოვარდნის მიზეზი

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოშლილია დაახლოებით ხუთი კუბური მეტრი მიწა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც.