ჩიგოგიძე: პირველად საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული გაიმართა

ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ეკატერინე ჩიგოგიძე ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულზე საუბრობს.
Sputnik

„2 მაისს გაიხსნა ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული. ქოუჩინგის კვირეული „ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის” (ICF) მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც 1999 წლიდან არსებობს მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში. მსგავსი ფორმატის ღინისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ამ დღეების განმავლობაში მონაწილეები დაესწრნენ მასტერ-კლასებს, საკუთარ თავზე გამოსცადეს ქოუჩინგის ეფექტურობა“, – აღნიშნა ეკატერინე ჩიგოგიძემ.

ქოუჩის ინფორმაციით, კვირეულში მონაწილე ქოუჩებმა აუდიტორიას გააცნეს ისეთი თემები, როგორიც არის: პიროვნული ტრანსფორმაცია; ქოუჩინგის როლი განათლების სისტემაში; ქოუჩინგი კარიერული განვითარებისთვის; ლიდერების ქოუჩინგი VUCA სამყაროში და ა.შ.