თბილისი, 8 მაისი – Sputnik. დაცვის პოლიციის მანქანა, რომელსაც თანხა გადაჰქონდა, სურამისკენ მიმავალ გზაზე ავარიაში მოხვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაცვის პოლიციის მანქანა Honda-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა პერიმეტრი სპეციალური ლენტებით გადაკეტეს და დაცვის პოლიციის მეორე ავტომობილს ელოდებიან, რომელმაც არსებული თანხა უნდა გადაიტანოს.