ვინ ჩამოდის ყველაზე ხშირად საქართველოში

ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი აპრილში რუსეთიდან დაფიქსირდა – თვის განმავლობაში საქართველოს რუსეთიდან 113,1 ათასჯერ ეწვივნენ, რაც 26,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში. 

საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ იზრდება

მიმდინარე წლის აპრილში მთლიანობაში 647,8 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 4,6%-ით მეტია გასული წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.

15 წელს ზემოთ ასაკის პირებმა აპრილში 549,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, ამ მაჩვენებელმა აპრილში 348,5 ათასი (ზრდა 4,2%) შეადგინა.

ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით 2019 წლის აპრილში

 ქვეყანა

 ვიზიტების რაოდენობა ცვლილება წლის განმავლობაში %
რუსეთი113 13826,5
აზერბაიჯანი99 0730,4
თურქეთი96 063–7,6
სომხეთი75 2494,1
ისრაელი14 34311,2
აპრილში ქვეყანაში ქართული დიასპორის 35,8 ათასი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც 11,2%-ით ნაკლებია, 2018 წლის აპრილთან შედარებით.

ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (+11,2%), უკრაინიდან (+3,1%), გერმანიიდან (+43,5%), ყაზახეთიდან (+89,1%), ინდოეთიდან (+22,9%), პოლონეთიდან (+22,8%), დიდი ბრიტანეთიდან (+30%), აშშ-დან (18,1%) და ჩინეთიდან (+30,6%).

ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.
ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან

ტრანსპორტის სახეობავიზიტების რაოდენობაცვლილება წლის განმავლობაში %წილი ვიზიტების რიცხვიდან %
სახმელეთო391 500 71,2
საჰაერო151 45313,827,5
სარკინიგზო3 78724,90,7
საზღვაო3 02128,00,5

იმ სასაზღვრო პუნქტებს შორის, საიდანაც საქართველოში უცხოელი ვიზიტორები შემოდიან, ლიდერობენ თბილისის აეროპორტის, სარფისა და ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტები.
საკონტროლო-გამშვები პუნქტების პირველი ხუთეული

საკონტროლო–გამშვები პუნქტივიზიტების რაოდენობაცვლილება წლის განმავლობაში %წილი ვიზიტების რიცხვიდან %
თბილისის აეროპორტი122 62911,022,3
სარფი101 335–8,018,4
ყაზბეგი89 792–0,416,3
წითელი ხიდი78 6337,614,3
სადახლო63 92922,513,4

ტურიზმის სფერო საქართველოში წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმება, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.