ტრაგედია კახეთში: 24 წლის მამაკაცს თევზაობისას დენმა დაარტყა

ახალგაზრდას ჯერ დენმა დაარტყა, შემდეგ კი წყალში გადავარდა.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. კახეთში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ზუგდიდში 14 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადიაურში მდებარე ერთ-ერთ ტბაზე 24 წლის მამაკაცი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ხელნაკეთი თევზსაჭერი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა. წყალში მდგომ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, დენმა დარტყა, იგი ადგილზე დაიღუპა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.