თბილისში მოზარდები კანფეტებად დაფასოებულ ნარკოტიკებს ჰყიდიან – შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა
Sputnik

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

მომხდარ ფაქტზე დაკავებულია შვიდი პირი. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია – დედა, მამა და ორი შვილი. შვიდკაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.