საზარელი ავარია ზესტაფონთან: დაღუპულია ორი ადამიანი

მედიის ვერსიით, დაღუპულები ახალდაქორწინებულები იყვნენ
Sputnik

თბილისი, 7 მაისი -Sputnik. ზესტაფონის მახლობლად სოფელ ზოვრეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს პრესსამსახურში.

საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

არსებული მონაცემებით, ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მედიის მონაცემებით, დაღუპულები ახალდაქორწინებულები იყვნენ,

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.